Skip to main content

InexPhone.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პრეამბულა

შპსინექსფონი“ (შემდგომ – „ინექსფონიანკომპანია“) პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ და უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.

კომპანია ახორციელებს საოფისე და VoIP ტელეფონიის, InexPHONE აპლიკაციის, SMS მომსახურების, სატელეფონო ზარების ანალიტიკური ინტეგრაციის, კონტაქტცენტრის აუთსორსინგისა და სხვა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებას.

საქმიანობის ფარგლებში კომპანია ამუშავებს აბონენტების, აპლიკაციის მომხმარებლების, ბიზნესკლიენტების წარმომადგენლების, საკონტაქტო პირების, თანამშრომლების, პარტნიორების, SMS-ის ადრესატებისა და სატელეფონო ან ციფრული კომუნიკაციის მონაწილე პირების მონაცემებს.

დამუშავების კონკრეტული პროცესის მიხედვით, ინექსფონი მოქმედებს როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან როგორც კლიენტის დავალებით მოქმედი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითად პრინციპებს, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და პასუხისმგებელ პირებსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონისა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მუხლი 1. მოქმედების სფერო

პოლიტიკა ვრცელდება ინექსფონის მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომ – „მონაცემები“) დამუშავების ყველა პროცესზე, მათ შორის:

  • აბონენტების, მომხმარებლებისა და ბიზნესკლიენტების წარმომადგენლების რეგისტრაციაზე, იდენტიფიკაციასა და მომსახურებაზე;
  • ხელშეკრულებების, განაცხადების, მომხმარებლის ანგარიშებისა და სააბონენტო ნომრების მართვაზე;
  • ფიქსირებული და VoIP სატელეფონო მომსახურებებისა და InexPHONE აპლიკაციის ფუნქციონირებაზე;
  • სატელეფონო და SMS კომუნიკაციის ტექნიკური მონაცემების, მომსახურების მოცულობისა და დეტალური ამონაწერების დამუშავებაზე;
  • საბილინგო, ანგარიშსწორების, დავალიანების, ინვოისებისა და სხვა ფინანსურსააღრიცხვო პროცესებზე;
  • ტექნიკური მხარდაჭერის, მომხმარებლის მოთხოვნების, საჩივრებისა და საქმიანი მიმოწერის მართვაზე;
  • სატელეფონო კომუნიკაციის ჩაწერასა და ანალიზზე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და წინასწარი ინფორმირების პირობებში;
  • კლიენტის სახელით SMS გზავნილების, ზარების, ელფოსტის, სოციალური ქსელებისა და ონლაინჩათის მართვაზე;
  • ინფორმაციული და ქსელური უსაფრთხოების, თაღლითობისა და არასანქცირებული წვდომის პრევენციაზე;
  • თანამშრომელთა მონაცემების დამუშავებაზე შრომითი ურთიერთობისა და ადმინისტრირების ფარგლებში;
  • პარტნიორებთან, სატელეკომუნიკაციო ოპერატორებთან, ტექნიკურ პროვაიდერებსა და სხვა უფლებამოსილ პირებთან ურთიერთობაზე.

როდესაც ინექსფონი მონაცემებს ბიზნესკლიენტის სახელით ამუშავებს, დამუშავება ხორციელდება კლიენტის დოკუმენტირებული დავალებით, მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფარგლების შესაბამისად.

დამუშავების კონკრეტული პროცესის მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, ინექსფონი შეიძლება მოქმედებდეს როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ან, შესაბამის შემთხვევაში, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვსპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

  1. ინექსფონი მონაცემებს ამუშავებს კანონის შესაბამისად, დამუშავების კანონიერ საფუძვლებზე დაყრდნობით და შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;

ბ) მხოლოდ კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;

გ) მხოლოდ საჭირო მოცულობით;

დ) სიზუსტითა და განახლების შესაძლებლობით;

ე) შენახვის ვადის შეზღუდვითა და მიზნობრიობით;

ვ) ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით.

  1. კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროცესების მართვას ისე, რომ ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული იყოს ამ პრინციპებთან შესაბამისობა.

 

მუხლი 4. კანონთან შესაბამისობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები

ინექსფონი პერსონალური მონაცემების უსაფრთხო და კანონიერი დამუშავების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:

) მონაცემთა დამუშავების თითოეული პროცესისთვის ადგენს მიზანს, სამართლებრივ საფუძველს, მონაცემთა კატეგორიებს, მიმღებებსა და შენახვის ვადებს;

) განსაზღვრავს ინფორმაციული აქტივებისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების პასუხისმგებელ პირებს;

) თანამშრომელთა ფუნქციების შესაბამისად ადგენს მონაცემებზე წვდომის ფარგლებს და პერიოდულად ამოწმებს მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

) იყენებს ინდივიდუალურ ავტორიზაციას, მოქმედებების აღრიცხვას, სარეზერვო ასლებსა და სხვა რისკის შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს;

) მონაცემების შენახვის ვადის გასვლის შემდეგ უზრუნველყოფს მათ წაშლას, განადგურებას ან დეპერსონალიზაციას, თუ მათი შემდგომი შენახვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს;

) თანამშრომლებსა და მომსახურების პროცესში ჩართულ პირებს აკისრებს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას და უზრუნველყოფს მათ პერიოდულ გადამზადებას;

) მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტის გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის დაუყოვნებლივ აღრიცხვას, შეფასებას, შედეგების შემცირებასა და კანონით გათვალისწინებული შეტყობინებების განხორციელებას;

) მონაცემთა სუბიექტებს აწვდის კანონით გათვალისწინებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მათ მოთხოვნებზე დროულ რეაგირებას;

) აწარმოებს მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ინციდენტების, თანხმობებისა და მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნების აღრიცხვას;

) მაღალი რისკის შემცველი დამუშავების დაგეგმვისას ახორციელებს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასებას და იღებს გამოვლენილი რისკების შემცირების ღონისძიებებს;

) დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან წერილობით განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებს, ფარგლებს, ვადებს, უსაფრთხოების მოთხოვნებსა და მხარეთა პასუხისმგებლობებს;

) ბიზნესკლიენტის სახელით მონაცემთა დამუშავებისას მოქმედებს მხოლოდ კლიენტის დოკუმენტირებული და კანონიერი დავალების ფარგლებში;

) ახალი მომსახურებებისა და პროექტების დაგეგმვისას ითვალისწინებს მონაცემთა მინიმიზაციის, უსაფრთხოების, შეზღუდული წვდომისა და შენახვის ვადის პრინციპებს;

) სხვა სახელმწიფოში მონაცემების გადაცემას ახორციელებს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული საფუძვლისა და სათანადო დაცვის გარანტიების არსებობისას;

) საჭიროებისა და ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით იყენებს მონაცემთა დაშიფვრის, ფსევდონიმიზაციის ან დეპერსონალიზაციის საშუალებებს.

 

მუხლი 5. აღსრულება

  1. წინამდებარე პოლიტიკის აღსრულების მიზნით ინექსფონი შეიმუშავებს და ამტკიცებს შესაბამის შიდა წესებს, პროცედურებს, ინსტრუქციებსა და მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებებს.
  2. პოლიტიკის შესრულებაში მონაწილეობენ:

) კომპანიის ხელმძღვანელობაუზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის სისტემის დანერგვას, შესაბამისი რესურსების გამოყოფასა და პასუხისმგებელი პირების განსაზღვრას;

) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერიმონაწილეობს მონაცემთა დაცვის შიდა დოკუმენტებისა და ზეგავლენის შეფასების შემუშავებაში, მონიტორინგს უწევს კანონთან და შიდა წესებთან შესაბამისობას, გასცემს რეკომენდაციებს, თანამშრომლებს უწევს კონსულტაციას და კოორდინაციას უწევს მონაცემთა სუბიექტებისა და საზედამხედველო ორგანოს მიმართვებზე რეაგირებას;

) ინფორმაციული აქტივებისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების მფლობელებიუზრუნველყოფენ მათ პასუხისმგებლობაში არსებული მონაცემების დამუშავებას განსაზღვრული მიზნის, წვდომის ფარგლებისა და შენახვის ვადების შესაბამისად;

) ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ფუნქციაზე პასუხისმგებელი პირებიუზრუნველყოფენ ტექნიკური უსაფრთხოების ზომების დანერგვას, სისტემური წვდომების მართვას, მოქმედებების აღრიცხვასა და უსაფრთხოების ინციდენტებზე რეაგირებას;

) თანამშრომლები და მომსახურების პროცესში ჩართული პირებიმონაცემებს ამუშავებენ მხოლოდ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების, კომპანიის ინსტრუქციებისა და კონფიდენციალურობის ვალდებულების ფარგლებში.

  1. მონაცემთა უსაფრთხოების ინციდენტის, უკანონო დამუშავების, უნებართვო წვდომის ან წინამდებარე პოლიტიკის შესაძლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ან ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს.
  2. როდესაც ინექსფონი მოქმედებს როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი, იგი მონაცემებს ამუშავებს კლიენტის დოკუმენტირებული დავალების შესაბამისად. თუ დავალება ეწინააღმდეგება კანონს, ინექსფონი ამის შესახებ აცნობებს კლიენტს და საკითხის გადაწყვეტამდე არ ასრულებს შესაბამის დავალებას.

 

მუხლი 6. პოლიტიკის გადახედვა

პოლიტიკა გადაიხედება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, აგრეთვე მონაცემთა დამუშავების პროცესის, კომპანიის მომსახურებების, გამოყენებული ტექნოლოგიების ან მოქმედი კანონმდებლობის არსებითი ცვლილების შემთხვევაში.

ინდივიდუალური შეთავაზება

აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით მეტი დეტალისა და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ