InexPhone.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

პრეამბულა

შპს „ინექსფონი“ (შემდგომ – „ინექსფონი“ ან „კომპანია“) უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესების კანონთან შესაბამისობას და სუბიექტთა უფლებების დაცვას.

კომპანია, როგორც სატელეკომუნიკაციო, IP ტელეფონიის, კონტაქტ-ცენტრისა და ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურების მიმწოდებელი, ახორციელებს აბონენტთა მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მართვას, ხმოვანი კომუნიკაციის სერვისებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, ანგარიშგებას, იდენტიფიკაციასა და მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ პროცესებს.

ამ კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აბონენტთა, კლიენტთა, თანამშრომელთა, პარტნიორთა და სერვისის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვას.

წინამდებარე პოლიტიკა განსაზღვრავს იმ ძირითად ღონისძიებებს, რომლითაც კომპანიის მონაცემთა დამუშავება სრულ შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან (შემდგომ – „კანონი“) და უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტთა კანონიერ უფლებებს.


მუხლი 1. მოქმედების სფერო

პოლიტიკა ვრცელდება ინექსფონის მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომ – „მონაცემები“) დამუშავების ყველა პროცესზე, მათ შორის:

  • აბონენტების, კლიენტების და საქმიანი პარტნიორების აღრიცხვა, იდენტიფიკაცია, მომსახურება და მხარდაჭერა;
  • სატელეკომუნიკაციო და ელექტრონული კომუნიკაციების სერვისების მიწოდება;
  • სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერების წარმოება მომსახურების და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნებისთვის;
  • ტექნიკური დახმარებისა და საკომუნიკაციო არხების მართვა (ზარები, შეტყობინებები, ონლაინ პლატფორმები);
  • ფინანსურ-ბუღალტრული ოპერაციები (ანგარიშგება, გადახდები, ანგარიშწორება, ინვოისები, კონტრაქტები);
  • თანამშრომელთა მონაცემების დამუშავება შრომითი ურთიერთობის, ადმინისტრირების საფუძველზე;
  • პარტნიორებთან, ოპერატორებთან, აგენტებთან ან სხვა პირებთან ურთიერთობა იმ შემთხვევებში, როცა დამუშავება ხორციელდება მათი მეშვეობით ან მათთან ერთად.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.


მუხლი 3. მონაცემთა დამუშავების პრინციპები

  1. ინექსფონი მონაცემებს ამუშავებს კანონის შესაბამისად, დამუშავების კანონიერ საფუძვლებზე დაყრდნობით და შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) კანონიერად, სამართლიანად და გამჭვირვალედ;

ბ) მხოლოდ კონკრეტული და ლეგიტიმური მიზნებისთვის;

გ) მხოლოდ საჭირო მოცულობით;

დ) სიზუსტითა და განახლების შესაძლებლობით;

ე) შენახვის ვადის შეზღუდვითა და მიზნობრიობით;

ვ) ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით.

  1. კომპანია უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავების პროცესების მართვას ისე, რომ ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული იყოს ამ პრინციპებთან შესაბამისობა.

მუხლი 4. კანონის შესაბამისობის უზრუნველმყოფი ღონისძიებები

ინექსფონი პერსონალური მონაცემების უსაფრთხო და კანონიერ დამუშავებას უზრუნველყოფს შემდეგი გზებით:

ა) ტექნიკური და ორგანიზაციული დაცვის ზომების დანერგვა, ინფორმაციული აქტივების მფლობელების განსაზღვრა და წვდომის კონტროლი;

ბ) თანამშრომელთა სისტემური გადამზადება მონაცემთა დაცვის საკითხებზე;

გ) ინციდენტების აღმოჩენისას ოპერატიული რეაგირება, ზიანის პრევენცია და კანონმდებლობით დადგენილი წესით საზედამხედველო ორგანოსა და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება;

დ) მონაცემთა დამუშავების პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების გამოყენება;

ე) თანამშრომელთა ინფორმირება მათი მონაცემების დამუშავების წესებისა და პრინციპების შესახებ;

ვ) მონაცემთა სუბიექტების მოთხოვნებზე, უფლებებზე დროული რეაგირება;

ზ) მონაცემთა დამუშავების პროცესების რისკების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში ზეგავლენის შეფასების (DPIA) განხორციელება;

თ) ახალი სერვისებისა და პროექტების დაგეგმვისას მონაცემთა მინიმიზაციისა და უსაფრთხოების პრინციპების გათვალისწინება;

ი) მონაცემთა დამუშავების აღრიცხვის წარმოება კანონით დადგენილი წესით;

კ) თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირებისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების შემთხვევაში მიზნების, ვადების, კატეგორიებისა და უსაფრთხოების ზომების განსაზღვრა;

ლ) საჭიროებისამებრ ანონიმიზაციისა და ფსევდონიმიზაციის უზრუნველყოფა.


მუხლი 5. აღსრულება

  1. წინამდებარე პოლიტიკის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად პალატა შეიმუშავებს დამატებით წერილობით დოკუმენტებს და იღებს სხვა შესაბამის ზომებს.
  2. პალატის მიერ მონაცემთა წინამდებარე პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების მიმართ წარმოშობილი რისკების იდენტიფიცირების და სათანადო ღონისძიებების გატარების კოორდინირების მიზნით:

ა) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი – ახორციელებს პალატის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესების კანონთან და წინამდებარე პოლიტიკასთან შესაბამისობის მონიტორინგს და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;

ბ) ინფორმაციული აქტივის მფლობელები – უზრუნველყოფენ მათ მფლობელობაში არსებული, მონაცემების შემცველი ინფორმაციული აქტივების კანონთან და წინამდებარე პოლიტიკასთან შესაბამისობას.


მუხლი 6. გადახედვა

ეს პოლიტიკა გადაიხედება სულ მცირე, წელიწადში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში, მასში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით, განსაკუთრებით პალატის საქმიანობაში ტექნოლოგიური ან სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.


ინდივიდუალური შეთავაზება

აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით მეტი დეტალისა და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ