ხშირად დასმული კითხვები
❔ საიდან გადმოვწეროთ აპლიკაცია
Google Play ან App Store -ში მოძებნეთ inexPHONE - ის აპლიკაცია და ჩამოტვირთეთ.
❔ როგორ დავრეგისტრირდეთ
რეგისტრაცია შესაძლებელია:
- ონლაინ - მობილური აპლიკაციით
- ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე ოპერატორის დახმარებით
- ინტელიექსპრესის ოფისებიდან
გაითვალისწინეთ, იმისათვის რომ შეუფერხებლად შეძლოთ inexPHONE - ის ნომრით სარგებლობა, აუცილებელია რეგისტრაციიდან 1 კვირის ვადაში განახორციელოთ 1 გამავალი ზარი მაინც, რომ ნომერი ჩაითვალოს აქტიურად და არ გაუქმდეს.
❔ რა ღირს რეგისტრაცია
რეგისტრაცია სრულიად უფასოა.
უფრო მეტიც, რეგისტრაციის შემდეგ საჩუქრად დაგერიცხებათ უფასო სასაუბრო წუთები.
❔ შემომავალი ზარია ფასიანია
შემომავალი ზარი უფასოა როგორც საქართველოდან, ასევე - მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
❔ რა ღირს საქართველოდან inexPHONE - ის ნომერზე დარეკვა
საქართველოდან inexPHONE - ის ნომერზე დარეკვისას ბალანსიდან ჩამოიჭრება ზუსტად ის თანხა, რა ტარიფიც აქვთ ქართულ მობილური თუ ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს ფიქსირებულ ქსელზე დარეკვისას.
გაითვალისწინეთ, მაგთიკომის ან ჯეოსელის ულიმიტო პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში, inexPHONE-ის ნომერზე დარეკვა სრულიად უფასოა, მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოში იმყოფება ჩვენი აბონენტი, თუ - საზღვარგარეთ.
❔ შესაძლებელია თუ არა inexPHONE - ის ქსელში პორტირება
დიახ, შესაძლებელია.
პორტირებისთვის საჭიროა შესაბამისი განაცხადის შევსება, ხოლო თავად პროცედურა სრულდება 1 სამუშაო დღეში.
❔ როგორ შევავსოთ ბალანსი
მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან: inexPHONE - ის მობილური აპლიკაციიდან VISA/MASTERCARD ან PAYPAL - ის ანგარიშის არსებობის შემთხვევაში
ევროპის ქვეყნებიდან: INTELIEXPRESS - ის, INEX GROUP - ის ოფისებიდან ოპერატორების დახმარებით
საქართველოდან: TBC PAY - ს, TBC მობაილბანკინგითა და PAY BOX - ის ყვითელი აპარატებიდან
❔ როგორ გავააქტიუროთ ულიმიტო პაკეტები
- გახსენით inexPHONE - ის აპლიკაცია
- დააკლიკეთ გლობუსის ნიშანს
- დააჭირეთ „პაკეტის შეძენის“ ღილაკს, თქვენს ეკრანზე გამოჩნდება პაკეტების ჩამონათვალი
- აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ოპერაციის დასასრულებლად დააკლიკეთ ღილაკს „შეძენა“
- სერვისი დაუყონებლივ გაგიაქტიურდებათ
❔ რა ღირს 1 თვიანი ულიმიტო პაკეტის შეძენა და რას მოიცავს ის
1 თვიანი ულიმიტო პაკეტის ღირებულებაა 15 ლარი.
პირობები: გამავალი ზარი და SMS შეტყობინებები უსაზღვრო რაოდენობით საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორთან 1 თვის განმავლობაში.
გაითვალისიწინეთ, რომ პაკეტის გასააქტიურებლად საჭიროა, inexPHONE - ის ნომრის ბალანსზე ფიქსირდებოდეს საკმარისი რაოდენობის თანხა, კერძოდ – 15 ლარი.
❔ რა ღირს 3 თვიანი ულიმიტო პაკეტის შეძენა და რას მოიცავს ის
3 თვიანი ულიმიტო პაკეტის ღირებულებაა 35 ლარი.
პირობები: გამავალი ზარი და SMS შეტყობინებები უსაზღვრო რაოდენობით საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ოპერატორთან 3 თვის განმავლობაში.
გაითვალისიწინეთ, რომ პაკეტის გასააქტიურებლად საჭიროა, inexPHONE - ის ნომრის ბალანსზე ფიქსირდებოდეს საკმარისი რაოდენობის თანხა, კერძოდ – 35 ლარი.
❔ რა ღირს წუთობრივი საუბრები საქართველოს მიმართულებით
სტანდარტული ტარიფებით სარგელობის შემთხვევაში ქართულ მობილურ ნომრებზე წუთის ღირებულება გახლავთ - 15 თეთრი, ხოლო ფიქსირებულ ნომრებზე - 4 თეთრი.
❔ როგორ დავრეკოთ აპლიკაციიდან საქართველოში
აპლიკაციიდან საქართველოში დარეკვა შესაძლებელია +995-ის გარეშე.
❔ როგორ დავრეკოთ აპლიკაციიდან საზღვარგარეთ
აპლიკაციიდან საზღვარგარეთ დასარეკად აუცილებელია, ნომრის წინ აკრიფოთ 00 ან + და იმ ქვეყნის კოდი, სადაც გსურთ დარეკვა.
❔ შესაძლებელია თუ არა აპლიკაციიდან ქართულ მობილურის ნომრებზე SMS შეტყობინებების გაგზავნა
inexPHONE-ის აპლიკაციიდან შესაძლებელია როგორც SMS შეტყობინებების გაგზავნა, ასევე - მიღებაც.
❔ რა ღირს inexPHONE - ის აპლიკაციიდან 1 SMS შეტყობინების გაგზავნა
1 SMS შეტყობინების ღირებულება შეადგენს მხოლოდ 3 თეთრს.
❔ რით განსხვავდება inexPHONE - ის აპლიკაცია - Viber, WhatsUp, Messenger და სხვა აპლიკაციებისგან
სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, ჩვენი სერვისით სარგებლობისთვის არ არის საჭირო ორივე მხარეს - ზარის განმახორციელებელსა და ზარის მიმღებს ჰქონდეთ ინტერნეტთან წვდომა. inexPHONE - ის ნომრიდან თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, დარეკოთ საქართველოში ახლობელთან მაშინაც კი, როდესაც მას არ აქვს ინტერნეტთან წვდომა და შესაბამისად, არ არის ონლაინში.
გაითვალისწინეთ, საქართველოს და საერთაშორისო მიმართულებით დაბალი ტარიფებით სარგებლობისთვის საჭიროა, მხოლოდ თქვენ გქონდეთ ინტერნეტთან წვდომა.
მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დარეკოთ საქართველოს მობილურის ნომრებზე 15 თეთრად, ხოლო საქართველოს სახლის ნომრებზე - 4 თეთრად, ასევე - გააგზავნოთ ქართულ მობილურის ნომრებზე SMS მხოლოდ 3 თეთრად და მიიღოთ შემომავალი ზარები და SMS-ები სრულიად უფასოდ. არცერთ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, მეორე მხარეს ჰქონდეს ინტერნეტთან წვდომა.
ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში რეკავთ ზუსტად მაშინ, როდესაც თქვენ ეს გჭირდებათ და არ ელოდებით ზარის მიმღების ონლაინში შემოსვლას!