ჩვენ შესახებ

inexPhone Retail Packages
ანდროიდი 3 ნომრის ასაკრები

2007 წელს საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომპანია ინტელიექსპრესმა მიიღო 21 – ე საუკუნის ახალი გამოწვევა და VOIP ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სატელეკომუნიკაციო კომპანია INTELPHONE შექმნა. წლების განმავლობაში კომპანიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ მხოლოდ ფიზიკური პირები, რომლებიც ჩვენი აპლიკაციის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოში საუბრობდნენ ქართული ლოკალური ტარიფებით.

2017 წლის რებრენდინგის შედეგად კომპანიამ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე inexPHONE – ის სახელით დაიწყო ოპერირება. ამჟამად ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია 40-ზე მეტი ახალგაზრდა, ენერგიული და მიზანდასახული ადამიანით. კომპანია უწყვეტად განაგრძობს ზრდასა და განვითარებას, შესაბამისად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ არსებული სერვისების გაუმჯობესებასა და ახლის დამატებაზე. რაც მთავარია დღითი დღე მატულობს კმაყოფილი და ლოიალური აბონენტების რაოდენობა.

დღესდღეობით inexPHONE – ს საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით 30-მდე საინფორმაციო წერტილი აქვს. ცხადია, ეს ყველაფერი დასაწყისია და კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს, როგორც ახალი სერვისების დამატებას, ასევე – საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასაც.

დღევანდელი მონაცემებით inexPHONE – ს 20 000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს, არსებული მონაცემი ყოველდღიურად მზარდია.