აპლიკაციის ფუნქციები

inexPHONE - ის აპლიკაცია ახდენს ზუსტ წამობრივ აღრიცხვას, ამიტომ თქვენ იხდით ზუსტად იმდენს, რამდენსაც საუბრობთ.

inexPHONE - ის აპლიკაციით მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან განხორციელებული ზარის წუთობრივი ღირებულებაა:

 

ქართულ მობილურ ოპერატორებთან მხოლოდ 15 თეთრი

ქართულ ქალაქის ტელეფონზე - 4 თეთრი
 
 
inexPHONE - ის ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში ჩვენი აბონენტებისთვის ზარის განხორციელება საქართველოს მიმართულებით სრულიად უფასოა.
 
საქართველოდან საზღვარგარეთ მცხოვრებ inexPHONE - ის აბონენტთან ზარის განხორციელება შესაძლებელია ქართული ლოკალური ტარიფებით.
 
inexPHONE - ის აბონენტებისთვის საქართველოდან შემომვალი ზარი სრულიად უფასოა.
 
მაგთიკომის ან ჯეოსელის ულიმიტო პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში inexPHONE - ის აბონენტთან დარეკვა სრულიად უფასოა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის.

აპლიკაციაში არსებული პირადი ანგარიშის გვერდი საშუალებას გაძლევთ ერთიან სივრცეში მარტივად ნახოთ შემდეგი ინფორმაციები: თქვენი inexPHONE - ის ნომერი, მიმდინარე ბალანსი, ულიმიტო პაკეტის არსებობის შემთხვევაში მისი მოქმედების ვადა.

ამას გარდა, VISA/MASTERCARD ან PAYPAL ანგარიშის არსებობის შეთხვევაში, ამავე გვერდიდან შესაძლებელია ბალანსის შევსება, ულიმიტო პაკეტების გააქტიურება და inexTV - ის გადახდა.

• პაკეტი "უსაზღვრო" - 1 თვიანი ულიმიტო პაკეტი მხოლოდ 15 ლარად

პირობები: გამავალი ზარი და SMS შეტყობინებები უსაზღვრო რაოდენობით საქართველოს ყველა მობილურ ოპერატორთან 1 თვის განმავლობაში.

• პაკეტი "უსაზღვრო +" - 3 თვიანი ულიმიტო პაკეტი 35 ლარად

პირობები: გამავალი ზარი და SMS შეტყობინებები უსაზღვრო რაოდენობით საქართველოს მიმართულებით ყველა მობილურ ოპერატორთან 3 თვის განმავლობაში.

სასურველი პაკეტის შეძენა შეგიძლიათ აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად.

შეძენის ინსტრუქცია:

1. გახსენით inexPHONE - ის აპლიკაცია
2. დააკლიკეთ გლობუსის ნიშანს
3. დააჭირეთ „პაკეტის შეძენის“ ღილაკს, თქვენს ეკრანზე გამოჩნდება პაკეტების ჩამონათვალი
4. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და ოპერაციის დასასრულებლად დააკლიკეთ ღილაკს „შეძენა“
5. სერვისი დაუყონებლივ გაგიაქტიურდებათ

გაითვალისიწინეთ, რომ სერვისის გააქტიურებისთვის აუცილებელია, inexPHONE - ის ნომრის ბალანსზე ფიქსირდებოდეს საკმარისი რაოდენობის თანხა, კერძოდ - 15 ან 35 ლარი.

ევროპაში:

INTELIEXPRESS - ის, INEX GROUP - ის ან მათი პარტნიორებისა და აგენტების მომსახურების წერტილებში

• სახლიდან გაუსვლელად, inexPHONE - ის მობილური აპლიკაციიდან PAYPAL - ითა და VISA/MASTERCARD ბარათებით

საქართველოდან:

• TBC PAY - სა და TBC მობაილბანკინგით

• PAY BOX - ის ყვითელი აპარატებიდან

აპლიკაციიდან ბალანსის შესავსებად მიჰყევით ინსტრუქციას:

1. გახსენით inexPHONE - ის აპლიკაცია
2. დააკლიკეთ გლობუსის ნიშანს
3. დააჭირეთ „ბალანსის შევსების“ ღილაკს - თქვენ გადახვალთ გვერდზე, სადაც სასურველი ოდენობის თანხის შეყვანა და გადახდის მეთოდის არჩევა იქნება საჭირო.

მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან საქართველოში SMS შეტყობინების გაგზავნა inexPHONE - ის აბონენტებისთვის, სტანდარტული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, სულ რაღაც, 3 თეთრი ღირს, ხოლო inexPHONE - ის ულიმიტო პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში SMS შეტყობინების გაგზავნა ჩვენი აბონენტებისთვის სრულიად უფასოა.

მაგთიკომის ან ჯეოსელის ულიმიტო პაკეტით სარგებლომის შემთხვევაში, inexPHONE - ის აბონენტთან SMS შეტყობინების გაგზავნა სრულიად უფასოა, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში იმყოფება ის.