InexPhone.ge

ბლოგი

inexPHONE – იყავით ხმამისაწვდომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

🌍 inexPHONE აერთიანებს საზღვრებს

დრო და მანძილი ხშირად გვაშორებს იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.
მაგრამ არსებობს ერთი ხმა, ერთი ზარი, რომელიც საზღვრებს მნიშვნელობას უკარგავს.

უცხო ქვეყანაში ყოფნისას საყვარელი ადამიანების მონატრება ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი ხდება, ამ დროს მშობლისგან, მეგობრისგან ან ბებიისგან 1 ქართული სიტყვის მოსმენაც შვებაა, სწორედ ამისთვის არსებობს inexPHONE-ის აპლიკაცია, რომელიც 2007 წლიდან გვერდით უდგას ქართველ ემიგრანტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტექნოლოგიების განვითარების მიუხედავად 

საქართველოში ჯერ კიდევ ბევრს არ აქვს თანამედროვე სმარტფონი ან ინტერნეტი.
ხანდაზმულები კი მიჩვეულები არიან იმ ძველ, ნაცნობ ტელეფონს, რომელიც ბავშვობის ხმას გვაგონებს — „სახლის ტელეფონს“.

inexPHONE ამ სითბოს ინარჩუნებს 💛
აპლიკაციიდან შეგიძლიათ დარეკოთ ქართულ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე, ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა, დედა ინტერნეტს ვერ უკავშირდება თუ ბებია მხოლოდ სახლის ტელეფონით სარგებლობს — თქვენ მაინც შეგიძლიათ მათთან საუბარი.


💰 გაუზიარეთ თქვენი ყოველდღიურობა საქართველოში მყოფ ახლობლებს – ილაპარაკეთ უფრო ხშირად და რაც მთავარია იაფად

საზღვარგარეთ მყოფებისთვის საქართველოში დარეკვა ფუფუნების საგანია, ამიტომ ხშირად თავს ვიკავებთ აქტიური კომუნიკაციისგან, ვაკონტროლებთ საუბრის წუთებს და ვცდილობთ მაქსიმალურად ლაკონურები ვიყოთ.

inexPHONE-ის საშუალებით საზღვრები და კილომეტრები უმნიშვნელო ხდება, ჩვენი აპლიკაციით ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, იმდენჯერ, რამდენჯერაც ამის სურვილი გექნებათ.

მშობლების მშვიდი ხმა, ბავშვის სიცილი ან ძმის ხუმრობა — ამ ყველაფერის მოსმენა სირთულეს აღარ წარმოადგენს, როცა inexPHONE-ს აპლიკაცია გაქვთ მობილურში.


☎️ დაუკავშირდით ყველას — არა მხოლოდ ოჯახის წევრებს

inexPHONE-ით შეგიძლიათ დარეკოთ არა მხოლოდ ახლობელთან, არამედ ქართულ კომპანიებშიც
📍 იუსტიციის სახლში
📍 ბანკში
📍 სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში

ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოაგვაროთ საქმეებიც ისე, თითქოს ისევ საქართველში ხართ.


📲 მარტივი ნაბიჯები — ერთი აპლიკაცია, უამრავი შესაძლებლობა

  1. ჩამოტვირთეთ inexPHONE აპლიკაცია Play/APP Store-დან
  2. გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია 1 წუთში
  3. შეავსეთ ბალანსი ან გაიქტიურეთ ულიმიტო პაკეტი და დაუკავშირდით თქვენს საყვარელ ადამიანებს

თუ გსურთ რეგისტრაციაში დახმარება ესეც არ არის პრობლემა, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე პირად შეტყობინებაში და ჩვენი 24 საათიანი მხარდაჭერის გუნდი უმოკლეს დროში დაგეხმარებათ.


❤️ inexPHONE — იყავით ხმამისაწვდომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში

inexPHONE მხოლოდ აპლიკაცია არ არის – ეს არის ყველაზე იაფი შესაძლებლობა უცხოეთიდან საქართველოში კომუნიკაციისთვის.

გახდით inexPHONE-ის აბონენტი, შეუერთდი ათასობით ქართველ ემიგრანტს და ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან საზღვრების გარეშე.

დაგვიკავშირდით

კითხვების შემთხვევაში გადადით კონტაქტის გვერდზე და დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო არხით.