IT Job Vaca

ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია “ინექსფონი”
აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.
,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ
მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის ,,ინექსფონის“
გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც
მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე – აბონენტებისთვის მობილური
აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით
უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.
ამჟამად კომპანია ,,ინექსფონის“ სერვისებით სარგებლობს 520-ზე მეტი იურიდიული
აბონენტი და 15 500-ზე მეტი ფიზიკური პირი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი
პავილიონი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
ანაზღაურება : გამოსაცდელ პერიოდში 875 (დარიცხული)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ფუნქცია-მოვალეობები:
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ტექნიკური ინსტალაცია და ტექნიკური
მხარდაჭერა;
პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
კომპიუტერულ სისტემების ინციდენტებზე რეაგირება, იდენტიფიცირება და
აღმოხვრა;
მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ტექნიკური პრობლემის მიღება.
იდენტიფიცირება და მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
მინუმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
ქსელის მუშაობის პრინციპების ცოდნა,
კომპიუტერული ტექნიკის, პერიფერიული მოწყობილობების ცოდნა;
ავტომობილის მართის მოწმობა: კატეგორია B.

პიროვნული უნარები:
სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
პასუხიმგებლობა
ორგანიზებულობა
დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს;
** საწვავით უზრუნველყოფა (სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:
hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„ინექსფონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებას!

Tags: No tags

Comments are closed.