ჩვენი მაღალხარისხიანი სატელეფონო სერვისის ინტეგრაცია შესაძლებელია როგორც თანამედროვე IP აპარატებით მოწყობილი სატელეფონო ქსელის საშუალებით, ასევე – ძველ ანალოგურ სისტემებთან ან ე.წ Desktop/Web/Mobile აპლიკაციებით.

ფუნქციონალი

  • ავტო მოპასუხე (IVR) - დაარეგულირებს შემომავალი ზარების მარშრუტიზაციას (გადამისამართებას) სხვადასხვა თქვენთვის საჭირო კრიტერიუმის მიხედვით:
    • ენის
    • დეპარტამენტების
    • ფილიალების
    • სხვა თქვენთვის სასურველი ინდიკატორის მიხედვით
  • მთავარი ცხელი ხაზის ნომერი - ძირითადი ნომრის ქვეშ მოხდება სასურველი რაოდენობის შიდა ან ფიქსირებული ნომრების გაერთიანება
  • ზარების მარშრუტიზაცია/გადამისამართება
    • შიდა ნომერზე
    • ფიქსირებულ ნომერზე
    • მობილურის ნომერზე
  • ავტო დაიალერი - შესაძლებელობას მოგცემთ განახორციელოთ ათასობით ნომერთან ერთდროული ზარები
  • საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ზარების მიღება/განხორციელება შეღავათიანი ტარიფებით
  • ერთდროულად შემომავალი ზარების რიგში ჩაყენება, რაც მინიმუმამდე შეამცირებს უპასუხო ზარებს
  • საუბრების ჩაწერა და მონიტორინგი
  • სატელეფონო კონფერენციის მოწყობა
  • ერთდროულად ქართული და საერთაშორისო ნომრებით სარგებლობა და სხვა...

სატელეფონო მომსახურების მისაღებად გთავაზობთ რამდენიმე გზას:

  • ჩვენი ნუმერაციიდან შერჩეული ნომრით რეგისტრაციას

კომპანია ფლობს შემდეგ ნუმერაციას:

322 49 2X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 88 70 XX - 322 88 9X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 04 0X XX - 322 04 4X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 04 5X XX - 322 04 9X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 49 6X XX - 322 49 7X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 83 0X XX - 322 83 9X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 45 0X XX - 322 45 4X XX (თბილისის ნუმერაცია)

322 15 2X XX - 322 15 6X XX (თბილისის ნუმერაცია)

422 21 8X XX – 422 21 8X XX (ბათუმის ნუმერაცია)

  • სხვა პროვაიდერის ნომრის პორტირებას inexPHONE-ის ქსელში
  • ანალოგ აპარატურის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მოწყობილობით სისტემის გათანამედროვებას
  • თქვენ მხარეს არსებული PBX სერვერის დაკავშირებას ჩვენს სისტემასთან
  • ზარის განხორციელებას ე.წ დაშვების კოდის მეშვეობით
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995322492020 ან მოგვწერეთ info@inexphone.ge

ჩვენი აბონენტები არიან

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები

ისარგებლეთ შემდეგი ფუნქციებით

ყველა შემომავალი და გამავალი ზარების საუბრების ჩაწერა; ასევე შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში მოსმენა ან გადმოწერა. ჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ზარის ინიციატორის, ადრესატის და დროის მიხედვით.

აბონენტს ნებისმიერ დროს  შეუძლია დეტალურად იხილოს ზარების ისტორია,  თვალი ადევნოს ისევე როგორც შემომავალ ასევე გამავალ და გამოტოვებულ ზარებსაც.

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ ავტომატურ რეჟიმში დაამუშავებს შემომავალ ზარებს და დაგეხმარებათ სწორად მართოთ მომხმარებელთან კომუნიკაცია.
მენიუს შემადგენელი ნაწილია აუდიო ჩანაწერები და სცენარები, რომლებიც მომხმარებელს მიაწოდებს სასურველ ინფორმაციას ან დააკავშირებს შესაბამის ფილიალთან და დეპარტამენტთან.

ინტერაქტიული ხმოვანი მენიუ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ ზარების განაწილების მექანიზმი. იგი დაგეხმარებათ დახვეწოთ კომპანიის შიდა სტრუქტურა. შედეგად კი აამაღლოთ მომსახურების დონე და შეამციროთ ხარჯები.

ეს ფუნქცია ამცირებს უპასუხო ზარების რაოდენობას. თუ ყველა ოპერატორი დაკავებულია ან ზარს არავინ პასუხობს, სისტემა რიგში აყენებს მომხმარებელს და ატყობინებს მას რიგითობას და სავარაუდო მოლოდინის დროს.  

შესაძლებელია  ლოდინის მაქსიმალური დროის ან რიგში მყოფი აბონენტების რაოდენობის შეზღუდვა.

სატელეფონო სისტემაში ჩართულ თანამშრომელს ენიჭება 3 ან 4 ნიშნა ნომერი, რომელიც ამარტივებს შიდა კომუნიკაციას.  სისტემაში შეიძლება გაერთიანდეს გეოგრაფიულად დაშორებული ფილიალები, მათ შორის საზღვარგარეთ არსებული ოფისები, რაც მნიშნვნელოვნად დაზოგავს სატელეფონო ხარჯებს და საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ერთი ოფისის პრინციპით.

ზარის მარშრუტიზაცია შესაძლებლობას იძლევა მართოთ შემომავალი ზარების ნაკადი თქვენი ბიზნეს საჭიროებებისა და საქმიანობის მიხედვით. გაანაწილოთ ზარები ოპერატორებს შორის  შერჩევითი ან წინასწარ გაწერილი  ალგორითმების მიხედვით.

ამ ფუნქციით შეგიძლიათ თქვენს ნომერზე შემოსული ნებისმიერი ზარის გადამისამართება მობილური ოპერატორის, ქალაქისა თუ საზღვარგარეთის ნომრებზე. გადამისამართება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრული სქემით: ზარის პირდაპირი გადამისამართება, ხაზის დაკავების შემთხვევაში ან უპასუხო ზარის შემთხვევაში.

მოლოდინის რეჟიმში შესაძლებელია როგორც სტანდარტული, ასევე თქვენთვის სასურველი მელოდიის  გამოყენება, რომელსაც მომხმარებელი მოისმენს რიგში ყოფნის დროს.