byy

პროექტ მენეჯერის ასისტენტი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია “ინექსფონი” აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის ,,ინექსფონის“ გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე – აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

ამჟამად კომპანია ,,ინექსფონის“ სერვისებით სარგებლობს 520-ზე მეტი იურიდიული აბონენტი და 15 500-ზე მეტი ფიზიკური პირი.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზ.118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

ფუნქციამოვალეობები:

*მიმდინარე პროექტებში მონაწილების მიღება, უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;

* კომპანიის შიდა საკომუნიკაციო პლატფორმის მუდმივი მონიტორინგი და ინფორმაციის განახლება;

* ტექნიკური მოწყობილობების მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

* შესყიდვების პროცესში მონაწილეობის მიღება;

*  მარაგების კონტროლი.

 

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

* ლოგიკური, სხარტი აზროვნების უნარი;

* ტექნიკური განათლება სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში, ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;

* სასურველია ინგლისურ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

 

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

* თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

* კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

* სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს.

 

გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)

ანაზღაურება:  გამოსცადელ პერიოდში 750 ლარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

 

„ინექსფონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

Comments are closed.