lapmt

ბიზნეს პროცესების მენეჯერის პოზიციაზე

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი  სატელეკომუნიკაციო კომპანია „ინექსფონი“ აცხადებს ვაკანსიას  • ბიზნეს პროცესების მენეჯერის პოზიციაზე

,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. დღეისათვის ,,ინექსფონის“ გუნდი თავის მომხმარებლებს სთავაზობს: სატელეფონო მომსახურებას, რომელიც მოიცავს როგორც საოფისე ატეესის მოწყობას, ასევე – აბონენტებისთვის მობილური აპლიკაციის გაწერას, ქსელის ადმინისტრირებას, Smart ტექნოლოგიებით უზრუნველყოფას და ყოველთვიურ IT მომსახურებას.

ამჟამად კომპანია ,,ინექსფონის“ სერვისებით სარგებლობს 520-ზე მეტი იურიდიული აბონენტი და 15 500-ზე მეტი ფიზიკური პირი.

კომპანია „ინექსფონი“ იწყებს ახალი მიმართულების განვითარებას, რაც გულისხმობს იურიდიული პირებისთვის მათი საკონტაქტო ცენტრის დისტანციური მომსახურების უზრუნველყოფას. აღნიშნული სერვისი მოიცავს დამკვეთის ყველა საკომუნიკაციო საშუალების (ცხელი ხაზის, ოფიციალური მეილების, სოც.მედიის და ა.შ) ე.წ. outsource მომსახურებაზე გატანასა და კომპანია ინექსფონის მხრიდან მათ ხარისხიან მხარდაჭერას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი

სამუშაო გრაფიკი: სრული, კანდიდატებთან შეთანხმებით

ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

 

  • კომპანიის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან დამკვეთის სახელით კომუნიკაციის დამყარება;
  • მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე ლოგიკური ქმედებების იმპლემენტაცია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ C1 დონეზე

*უპირატესად ჩაითვლება აპლიკანტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ორივე ენას ფლობს.

 

შერჩევის ეტაპები:

  • პირველიე ტაპი – გასაუბრება
  • მეორე ეტაპი – ენის ცოდნის დასადგენად ერთგვერდიანი ტექსტის თარგმნა და გერმანულ/ინგლისურ ენაზე გასაუბრება

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • სატელეფონო მომსახურების კორპორაციულ პირობებს.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@inexphone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

„ინექსფონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

გისურვებთ წარმატებას!

Tags: No tags

Comments are closed.