ჩვენი აპლიკაცია არის ქართველებისთვის, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ და სჭირდებათ ქართულ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე დარეკვა.
WHATSAPP, VIBER, SKYPE, MESSENGER აპლიკაციებით დარეკვისას საჭიროა, ზარის მიმღებსაც ჰქონდეს ინტერნეტი და ზემოთ ჩამოთვლილი საკომუნიკაციო პლატფორმები გააქტიურებული, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ დარეკავთ სხვადასხვა ორგანიზაციებში, მაგალითად ბანკში, იუსტიციის სახლში. inexPHONE-ით სარგებლობისას კი გაქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ ქართულ ფიქსირებულ და მობილურ ნომრებს დაუკავშირდეთ ყველანაირი შეზღუდვის გარეშე
ჩვენთან რეგისტრაცია უმარტივესია, მოძებნეთ Play/APP Store-ში აპლიკაცია INEXPHONE, გადმოიწერეთ, დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას.
თუ გსურთ რეგისტრაციაში დახმარება, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე პირად შეტყობინებაში და ჩვენი 24 საათიანი მხარდაჭერის გუნდი უმოკლეს დროში დაგეხმარებათ
inexPHONE-ის აპლიკაციიდან შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ფიქსირებულ და მობილურ ნომრებზე დარეკვა, ამისთვის საჭიროა აპლიკაციის ბალანსზე გქონდეთ მინიმუმ 1 ლარი.
მობილური ნომრისგან განსხვავებით ფიქსირებულ ნომერზე შესაძლებელია:
თუ გსურთ, თქვენი კომპანიის სახელით გააგზავნოთ სარეკლამო, მარკეტინგული, საინფორმაციო ან ავტომატური SMS-ები, ამისთვის ჩვენ 2 მეთოდს გთავაზობთ:
თუ გსურთ მუდმივად გქონდეთ უტყუარი ინფორმაცია თანამშრომლების პროდუქტულობასთან დაკავშირებით, ასევე შეაფასოთ რამდენად აქვს გავლენა მარკეტინგულ აქტივობებს ცხელი ხაზის დატვირთულობაზე, ამისთვის ზარების ანალიტიკური პლატფორმა საუკეთესო საშუალებაა – თქვენ შეძლებთ ნებისმიერი ლოკაციიდან თვალი ადევნოთ თანამშრომელთა პერფომანსს როგორც ზარების ათვისების კუთხით, ასევე დაამონიტორინგოთ შემდგარი კომუნიკაციის შინაარსიიც.
კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციაზე, მათგან მიღებული უკუკავშირის დამუშავება, გაანალიზება ხშირად ფუნდამენტური ცვლილებების განმაპირობებელია, შესაბამისად, აღნიშნული რგოლის პროფესიონალებზე დელეგირებით თქვენ ადამიანური და დროითი რესურსის დაზოგვის პარალელურად გააუმჯობესებთ კომუნიკაციის ხარისხს.