InexPhone.ge

კონტაქტ ცენტრის აუთსორს მომსახურება

სწორი კომუნიკაცია - წარმატებისთვის

სატელეკომუნიკაციო სფეროში მრავალწლიანმა გამოცდილებამ, ასევე ჩვენი ჰოლდინგის მრავალფეროვნმა მიმართულებებმა საშუალება მოგვცა კომპანიებისთვის შეგვეთავაზებინა კონტაქტ ცენტრის აუთსორს მომსახურება.

ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი კომპანიის წარმატების ინდექსი განისაზღვრება პოტენციურ თუ არსებულ მომხმარებლებთან სწორი კომუნიკაციით, შესაბამისად, ვიღებთ პასუხისმგებლობას კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხში ჩვენი ადამიანური რესურსის ჩართულობით გავზარდოთ კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობა, მათგან მიღებული უკუკავშირები დავამუშაოთ, გავაანალიზოთ და აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დავეხმაროთ კომპანიის სხვა რგოლებს ეფექტურად მუშაობაში.

 

კონტაქტ ცენტრის სრული აუთსორსი მოიცავს:

  • მიმდინარე კონტაქტ ცენტრზე აუდიტის ჩატარებას
  • კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე შემომავალი ზარების პასუხს
  • კომპანიის ცხელი ხაზის ნომრიდან გამავალი ზარების განხორციელებას
  • კომპანიის სამუშაო პლატფორმაში მუშაობას
  • სოციალურ მედიაში პირადში DM-ში კომუნიკაციას – Facebook, Instagram, Linkedin, Tik-Tok
  • ყველა საკომუნიკაციო არხის კომენტარებზე პასუხს
  • კომპანიის ოფიციალურ ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხს
  • პირველადი ლიდების დამუშავებას
  • ჯავშნების მიღება/დადასტურებას
  • ვიზიტების შეხსენებას
  • მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება-დამუშავებას, ანალიტიკასა და დეტალურ რეპორტინგს
 

ინდივიდუალური შეთავაზება

აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით მეტი დეტალისა და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ