InexPhone.ge

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ შესახებ

inexPHONE საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგის – „გაერთიანებული საფინანსო ჯგუფის“ (UFG-ის) წევრია.

ჰოლდინგი მოიცავს ბიზნესის სხვა ისეთ მიმართულებას, როგორებიცაა: საერთაშორისო ფულადი გზავნილები, კომერციული და პერსონალური ამანათები, ტურიზმი, ღვინის წარმოება, მოსაპირკეთებელი მასალები, საიუველირო ნაწარმი და ა.შ

ჰოლდინგში შემავალი კომპანიებია:

inexPHONE ოპერირებს 2007 წლიდან და მუდმივად ცდილობს მომსახურების არეალის გაფართოვებას. 18 წლიანმა გამოცდილებამ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე დასწრებამ კომპანიას შესაძლებლობა მისცა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის შეეთავაზებინა კომუნიკაციასთან დაკავშირებული საკითხების მრავალფეროვანი და ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული გადაწყვეტები. 

ჩვენი მისია

გავუადვილოთ მომხმარებლებს საოპერაციო პროცესები, ტელეკომუნიკაციის მრავალფეროვანი შესაძლებლობები ინდივიდუალურად მოვარგოთ კომპანიის საჭიროებას და მუდამ ვიყოთ საიმედო პარტნიორები თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.

მარიამ კაკაბაძე, კომერციული დირექტორი