inexPHONE-ის აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ქართულ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე შეღავათიანი ტარიფებით საუბარი.
სხვა აპლიკაციებისგან განსხვავებით, როგორებიცაა: Whatsapp, Viber და ა.შ inexPHONE საშუალებას გაძლევთ დაუკავშირდეთ საქართველოში მყოფ თქვენს ახლობლებს ისე, რომ მათ არ დასჭირდეთ ინტერნეტთან წვდომა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ჩვენი აპლიკაციით შესაძლებელია ქართული კომპანიების ცხელ ხაზზე დაკავშირება, მაგალითად – იუსტიციის სახლში, ბანკებში და ა.შ
აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა რეგისტრაციის გავლა.
თუ გსურთ, დამოუკიდებლად გაიაროთ რეგისტრაცია, დააჭირეთ აპლიკაციის გადმოსაწერ ღილაკს
ან მოძებნეთ Play/APP Story-ში აპლიკაცია INEXPHONE. აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ დააჭირეთ რეგისტრაციის ღილაკს და მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას.
თუ გსურთ რეგისტრაციაში დახმარება, მოგვწერეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე პირად შეტყობინებაში და ჩვენი 24 საათიანი მხარდაჭერის გუნდი უმოკლეს დროში დაგეხმარებათ
აპლიკაციით სარგებლობისთვის საჭიროა inexPHONE-ის ნომერზე დადებითი ბალანსი ან ულიმიტო პაკეტი გქონდეთ გააქტიურებული.
ჩვენი ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ ის, რომ ზარების განსახორციელებლად აუცილებელი არ არის კონკრეტული ღირებულების ულიმიტო პაკეტის გააქტიურება, სერვისით ისარგებლებთ მიმდინარე ბალანსზე 1 ლარის არსებობის შემთხვევაშიც კი.
იმ შემთხვევაში თუ ხშირად გიწევთ საქართველოში დარეკვა, ჩვენი ულიმიტო პაკეტები საუკეთესო არჩევანია.
inexPHONE-ის აპლიკაციაში ბალანსის შევსების რამდენიმე მეთოდია:
ულიმიტო პაკეტის გააქტიურება
აპლიკაციის ნომერზე მიმდინარე ბალანსი თუ შეესაბამება სასურველი ულიმიტო პაკეტის ღირებულებას, თქვენ შეძლებთ inexPHONE-ის ბალანსიდან გაიაქტიუროთ პაკეტი.