Sales

კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

მსხვილ ფინანსურ ჰოლდინგში შემავალი სატელეკომუნიკაციო კომპანია ინექსფონი“, ეძებს გუნდის ახალ წევრს – კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

,,ინექსფონი“ ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს, ამ ხნის განმავლობაში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო და დღეისათვის ,,ინექსფონი“ თავის მომხმარებლებს თავაზობს რამდენიმე ტიპის მომსახურებას:

  • სატელეფონო მომსახურება
  • ქოლ-ცენტრი
  • IT მომსახურება
  • Smart ტექნლოგიებით მომსახურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიებისთვის „ინექსფონის“ სერვისების შეთავაზება;

** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო კომუნიკაცია / ვიზიტების განხორციელება, პრეზენტაციების ჩატარება და მოლაპარაკების წარმოება;

** ინდივიდუალური და გუნდური გეგმების შესრულება;

** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;

** ბაზრის ახალი სეგმენტის  შესწავლა, ათვისება;

** მომხმარებელთა ბაზების ფორმირება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;

** სამუშაო გამოცდილება კორპორაციულ გაყიდვებში;

** შეხვედრების მოწყობის და პრეზენტაციის ჩატარების გამოცდილება;

** საოფისე პროგრამების ცოდნა;

** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, ექსპო ჯორჯიას პირველი პავილიონი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00

ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი

გააკეთე განაცხადი

*ვეთანხმები,  ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ამ და სხვა, მსგავსი ტიპის ვაკანტური პოზიციისთვის.

Comments are closed.